საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№41/29 -01                                                                                                                                              02.09.2019
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი) კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 15აგვისტოს N13 ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის  სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე);
ბ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;
გ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
დ) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
ე) პროფესორი რევაზ გველესიანი;
ვ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
ზ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
თ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;
ი) პროფესორი დავით ნარმანია;
კ) პროფესორი ლევან საბაური;
ლ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
მ) პროფესორი ნოდარ ხადური;
ნ) პროფესორი თეიმურაზ შენგელია;
ო) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
პ) მანანა ლობჟანიძე - ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი (მდივანი).
2. გასაუბრება ჩატარდეს  (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი № 609) ეკონომიკის მიმართულება - 12.09.2019 წ., 10:00 სთ; ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება - 13.09.2019 წ., 10:00 სთ.; ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის   მიმართულება  - 13.09.2019 წ., 15:00 სთ.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 11 ივლისის № 34/29 – 01 ბრძანება.
4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,   პროფესორი     გიორგი ღაღანიძე